- , Vol. 30, No. 2, Emotion in Legal Judgment and Decision Making (Apr., 2006), pp. 119-142
2.
Philosophical Transactions: Biological Sciences, Vol. 359, No. 1451, Law and the Brain (Nov. 29, 2004), pp. 1727-17363.
Law and Literature, Vol. 21, No. 1 (Spring 2009), pp. 1-234.
Water Environment Research, Vol. 72, No. 1 (Jan. - Feb., 2000), pp. 65-745.
Proceedings: Mathematical, Physical and Engineering Sciences, Vol. 461, No. 2058 (Jun., 2005), pp. 1889-19106.
Ethical Theory and Moral Practice, Vol. 3, No. 1, Justice in Philosophy and Social Science (Mar., 2000), pp. 9-267.
Law and Literature, Vol. 21, No. 1 (Spring 2009), pp. 129-1458.
The Journal of Ethics, Vol. 9, No. 1/2, Current Debates in Global Justice (2005), pp. 225-2469.
Jewish Social Studies, New Series, Vol. 13, No. 3 (Spring - Summer, 2007), pp. 59-7210.
International Journal of Health Care Finance and Economics, Vol. 4, No. 2, Special Conference Proceedings on Provider Competition Quality: Latest Findings and Implications for the Next Generation of Research (Jun., 2004), pp. 159-16611.
Philosophical Transactions: Biological Sciences, Vol. 359, No. 1451, Law and the Brain (Nov. 29, 2004), pp. 1697-170712.
Journal of Medical Ethics, Vol. 20, No. 1 (Mar., 1994), pp. 47-4913.
Journal of the Economic and Social History of the Orient, Vol. 44, No. 3 (2001), pp. 243-29214.
Family Relations, Vol. 36, No. 4, Rural Families: Stability and Change (Oct., 1987), pp. 385-39015.
Family Relations, Vol. 51, No. 4, Families and the Law (Oct., 2002), pp. 351-36016.
Journal of Medical Ethics, Vol. 14, No. 1 (Mar., 1988), pp. 35-3717.
Ethical Theory and Moral Practice, Vol. 3, No. 3 (Sep., 2000), pp. 303-32518.
Law and Literature, Vol. 21, No. 1, 20th Anniversary Issue (Spring, 2009), pp. 1-2319.
Journal of Business Ethics, Vol. 68, No. 4 (Nov., 2006), pp. 449-46420.
Journal of the Royal Statistical Society. Series A (Statistics in Society), Vol. 165, No. 1 (2002), pp. 155-17221.
Law and Literature, Vol. 22, No. 2 (Summer 2010), pp. 338-36422.
Anthropological Quarterly, Vol. 69, No. 4 (Oct., 1996), pp. 179-19223.
Gender and Society, Vol. 17, No. 6 (Dec., 2003), pp. 923-93724.
Asian Folklore Studies, Vol. 59, No. 1 (2000), pp. 89-10725.
Law and Literature, Vol. 22, No. 1 (Spring 2010), pp. 1-17
შუალედურისთვის
Thursday, April 28, 2011
2.
3.
4.
5.
6.
7.
8.
9.
10.
11.
12.
13.
14.
15.
16.
17.
18.
19.
20.
21.
22.
23.
24.
25.
სამართალი
ადამიანი სოციალური არსებაა და ის განწირულია საზოგადოებაში ცხოვრებისათვის,მას მხოლოდ საზოგადოებაში, ხალხთან ურთიერთობისას შეუძლია საკუთარი მიზნების განხორციელება და განვითარება. სანამ განვმარტავდე რა არის სამართლის ნორმები მინდა ერთი მაგალითი მოვიყვანო, რომ უკეთ გასაგები იყოს მკითხველისათვის,წარმოვიდგინოთ, რომ ყველა ადამიანს შეუძლია საკუთარი თავისუფალი ნების გამოხატვა მთლიანად, ანუ 100%-ით,სრული თავისუფლება აქვს მინიჭებული ყველა ადამიანს და რაც უნდა იმას აკეთებს ყველა ადამიანი,ვთქვათ ზოგი ჩაბმულია სოფლის მეურნეობაში და მოჰყავს სხვადასხვა სახეობის ხილი,ზოგი მშენებელია და აშენებს სახლებს,ზოგს რაღაც ბიზნესი აქვს,ასეთ შემთხვევაში, რადგან ადამიანებს აქვთ სრული თავისუფლება და ამასთანავე ადამიანი არის ამბიციური არსება,რომელიმე მათგანმა ამ სრულიად თავისუფალი საზოგადოებიდან შეიძლება იფიქროს რომ მისთვის უფრო ხელსაყრელი იქნება სხვა ადამიანის ქონების ხელში ჩაგდება,მაგალითად მშენებელმა შეიძლება მოინდომოს სოფლის მეურნებაში ჩაბმული ადამიანის ქონების დასაკუთრება,მაგალითად რაღაც სახის ხილის დასაკუთრება ისე, რომ მას, მშენებელს არაფერი დააკლდეს,ამ შემთხვევაში წარმოიქმნება ამ ორ ადამიანს შორის კონფლიქტი,რადგან მათ თვითნებობას და სრულ თავისუფლებას არა აქვს საზღვარი,წარმოიდგინეთ რა შეიძლება იყოს ისეთი რამ, რამაც შეიძლება მსგავსი პრობლემებისაგან დაიცვას ადამიანი? ეს არის სამართალი,რომელიც ეკუთვნის ადამიანებს შორის ურთიერთქმედების სფეროს და რომელიც შედგება სამართლის ისეთი ნორმებისაგან, რომლებიც არეგულირებენ ადამიანებს შორის ურთიერთობას. აი მაგალითად, ამ ზემოთხსენებულ მაგალითში სამართლის ნორმების საშუალებით დარეგულირდება მშენებელსა და სოფლის მეურნეობაში მოღვაწე პირებს შორის ურთიერთობა,რადგან მშენებლის თავისუფლება იქნება რაღაც გარკვეულ ჩარჩოებში მოქცეული და ის თვითნებურად ვეღარ მოახერხებს ხილის წართმევას სოფლის მეურნეობაში მოღვაწე პირისაგან,რადგან სამართლის ნორმები მას ამის საშუალებას არ აძლევს, რადგან კერძო საკუთრების ხელყოფა თუ მეპატრონის თანხმობა არ გაგაჩნია ისჯება კანონით, ეს ერთი ელემენტარული მაგალითი ზოგად წარმოდგენას გვიქმნის სამართლის ნორმაზე.
ესეიგი, როგორც გერმანელი ფილოსოფოსი იმანუელ კანტი განმარტავს სამართალს ეს არის: "მაშასადამე სამართალი არის იმ პირობების გაერთიანება,რომელთა არსებობის შემთხვევაში შესაძლებელი ხდება ერთი ინდივიდის თავნებობის მეორე ინდივიდის თავნებობასთან თანაარსებობა თავისუფლების ზოგად კანონთან შესაბამისად". ანუ სამართალი არის ის ჩარჩო,რომლის ფარგლებშიც ადამიანებს შეუძლიათ საკუთარი მიზნების განხორციელება ისე,რომ არ მოვიდნენ კონფლიქტში საზოგადოების სხვა წევრებთან,ესეიგი თუ ადამიანი არ არის საზოგადოებაში, ანუ ადამიანთა გარკვეულ ჯგუფში, მას არ ესაჭიროება სამართლის ნორმების ქონა, რადგან თუ ის არის მარტო, შესაბამისად ის ვერ შევა კონფლიქტში სხვა ადამიანთან.მაგრამ თუ ადამიანი არის მარტო, მისთვის საჭირო ნორმად შეიძლება იქცეს ისეთი ქმედება რომელიც უზრუნველყოფს წესრიგს მის ცხოვრებაში,მაგალითად მას დილით ადრე აქვს გასაკეთებელი ისეთი საქმე რისი გაკეთების შემდეგაც მას ექნება უახლოეს მომავალში საკვები,ანუ თუ ის ადრე ვერ ადგება და ვერ მოახერხებს ამ საქმის გაკეთებას მის ცხოვრებაში დაირღვევა წესრიგი და ის დარჩება საკვების გარეშე,ესეც არის გარკვეული სახის სამართლის ნორმა რომელიც უზრუნველყოფს წესრიგს,თუმცა ეს მარტო ამ კონკრეტულ შემთხვევაში განსახილველია და არა საზოგადოებისათვის.
სამართლის ნორმა გარკვეული გამონაკლისების გარდა არის ორიენტირებული მომავალზე,როგორც მაღლა ვთქვი წესრიგის დასამყარებლად.რას ნიშნავს მომავალზე ორიენტირებული ნორმა? მაგალითისთვის გავიხსენოთ ჩემს მიერ მოყვანილი მაგალითი მშენებელსა და სოფლის მეურნეობაში მოღვაწე პირებს შორის ურთიერთობაზე.როდესაც მშენებელს მოუნდება სოფლის მეურნეობაში მოღვაწე პირის საკუთრების ხელყოფა, ის ფიქრობს მომავალზე, ანუ ფიქრობს რა შედეგი მოჰყვება მის საქციელს,მაგალითად ის ფიქრობს, რომ მას წაადგება ის ხილი, რომელსაც წაართმევს კანონიერ მესაკუთრეს,მაგალითად იმისთვის, რომ გაყიდოს ეს ხილი და შემოსული თანხით იყიდოს რაღაც ისეთი, რაც მას უნდა, ან გაცვალოს ეს ხილი რაიმეში, მაგრამ სამართლის ნორმების არსებობის გათვალისწინებით, როცა მშენებელი ფიქრობს მომავალში რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს მის საქციელს, ის ასევე ითვალისწინებს სამართლის ნორმებს, და იცის რომ მისი ქმედება იქნება სამართლის ნორმების საწინააღმდეგო ქმედება და მის საქციელს მოჰყვება დასჯა, თავისუფლების აღკვეთა...სწორედ მსგავს ნორმას ეწოდება მომავალზე ორიენტირებული,ანუ უზრუნველყოფს მომავლის წესრიგს,ამ ნორმის არსებობამ განაპირობა წესრიგი მომავალში ამ კონკრეტულ მაგალითში არსებულ სიტუაციაში.
დაწერილი სამართლის ნორმების გარდა, ანუ იმ ნორმების გარდა, რომლებიც შეიქმნა და დაიწერა საზოგადოებაში წესრიგის დასამყარებლად და შესანარჩუნებლად, ასევე არსებობს დაუწერელი ნორმებიც, რომელთა დარღვევამაც შეიძლება გამოიწვიოს ადამიანთა შორის უნდობლობა და უწესრიგობა უნდობლობის საფუძველზე.ესენი არიან ისეთი ნორმები რომელთა საფუძველზეც შეიქმნა სამართლის ნორმები,ანუ სამართლის ნორმების წინამორბედი ნორმები,ესენია: ტრადიციები,ადათი, სხვადასხვა ჩვევა რომელიც პერმანენტულად გრძელდებოდა და უკვე ნორმად ჩამოყალიბდა საზოგადოებაში.მოდით მაგალითისთვის ავიღოთ სტუმარ-მასპინძლობის ტრადიცია საქართველოში,ამ ტრადიციის მიხედვით სტუმარი ყოველთვის კარგად და პატივისცემით უნდა იყოს მიღებული ქართულ ოჯახში,ეს არის დაუწერელი ნორმა, ტრადიცია, რომლის დარღვევის შემთხვევაში არ დაისჯები, თუმცა შეიძლება შენ ასეთ საზოგადოებაში, სადაც ეს ტრადიცია უკვე ნორმად არის ჩამოყალიბებული, მისი დარღვევის შემთხვევაში, დამრღვევი პირი გახდება არასანდო სხვებისთვის და მისდამი დამოკიდებულებაც შეიცვლება და შესაძლებელია მოხდეს რაღაც წესრიგის დარღვევაც. მეორე მაგალითად ავიღოთ ოფიციანტისა და კლიენტის ურთიერთობა,ვთქვათ ადამიანი დადის ყოველდღე ერთ კაფეში, უკვეთავს რაღაც კოქტეილს და შემდეგ როცა ოფიციანტი მას მიუტანს ამ კონკრეტულ კოქტეილს კლიენტი მას უხდის ეგრედწოდებულ "ფეხის ქირას",თანხას, რომელიც არ შედის კოქტეილის ფასში,უბრალოდ ეს არის კეთილი ნების გამოვლინება კლიენტის მხრიდან ოფიციანტისადმი. ვთქვათ ეს ურთიერთობა კლიენტსა და ოფიციანტს შორის გრძელდება თვეები, ან წლები და კლიენტი ამ დროის განმავლობაში ყოველთვის უხდის ოფიციანტს დანამატ თანხას, ასეთ შემთხვევაში ეს ქმედება უკვე არის ნორმა და მისი დარღვევის შემთხვევაში გამოწვეული იქნება ოფიციანტის შეშფოთება და თუ კლიენტმა კიდევ და კიდევ არ გადაუხადა მას დანამატი თანხა, ოფიციანტის თვალში ეს კლიენტი გახდება არასანდო და ის აღარ მოემსახურება ამ კლიენტს ისე, როგორც ადრე ემსახურებოდა,ეს არის დაუწერელი ნორმის დარღვევის ერთ-ერთი შემთხვევის შედეგი, ამ შემთხვევაში დაირღვა რაღაც გარკვეული წესრიგი და ოფიციანტიც დაზარალდა და კლიენტიც.
ადამიანი ცხოველისგან განსხვავებით არ მოქმედებს ინსტიქტებისგან გამომდინარე,ანუ მას შეუძლია სხვადასხვა საზოგადოებაში სხვადასხვა წესებით მოქმედება,მაგალითად თუ ქართველებში სტუმარ-მასპინძლობის ტრადიციის დარღვევის შემთხვევაში გახდები არასანდო პიროვნება ქართულ საზოგადოებაში, იგივე ტრადიცია არ არსებობს მაგალითად, აფრიკის რომელიმე ქვეყანაში და თუ ქართველი ადამიანი მოიქცევა ქართული ტრადიციების გათვალისწინებით აფრიკაში, ის შეიძლება მიუღებელი გახდეს იმ საზოგადოებისათვის, სადაც ის იმყოფება, ასე რომ, ადამიანს ცხოველისგან განსხვავებით შეუძლია გარემოს შეთვისება და ისე მოქცევა როგორც საჭიროა, მაგალითად ფუტკრები მოქმედებენ ინსტიქტებით და არ შეუძლიათ სხვანაირად მოქმედება,ნებისმიერ ადგილას ისე იმოქმედებენ, როგორც ეს მათ გენეტიკაში აქვთ,მაშინაც კი როდესაცმსგავსი მოქმედება შეიძლება მათთვის დამღუპველი იყოს, ხოლო ადამიანი ყოველთვის სწავლობს და ეჩვევა მის ირგვლივ არსებულ გარემოს და იქცევა შესაბამისად, ანუ ისე როგორც მისთვის არის ხელსაყრელი და უზრუნველყოფს მის მშვიდობიან და კარგ ცხოვრებას, ამისათვის კი აუცილებელია იმ ნორმების შესრულება რომელიც გარკვეულ საზოგადოებაში არის მიღებული.
Source: http://ka.shvoong.com/law-and-politics/law/2078488-%E1%83%A0%E1%83%90-%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9C%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%9B%E1%83%90-%E1%83%93%E1%83%90/#ixzz1KoO4bEqo

Subscribe to:
Comments (Atom)